Sunday, October 23, 2016

დიდი  მადლობა  ელენეს-ტრენერს  და  ჯგუფს  საინტერესო  და  ნაყოფიერი  მუშაობისათვის.
    ეს  იყო  რთული,  მაგრამ  აუცილებელი  ჩემი  შემდგომი  მუშაობისათვის,  რადგან   შემდეგში  დავგეგმავ  უფრო  საინტერესო  და  ბავშვებისათვის  ბევრის  მომცემ  პროექტ  გაკვეთილებს.
     

ჩემი პროექტი

მოსწავლის ნამუშევარი


Saturday, October 22, 2016

მოსწავლის ნიმუში

                       
         მოსწავლის  ნიმუშის  შექმნით  მე  ვიგებ  რა  სირთულეებს  შეიძლეა  წააწყდეს  ბავშვი,  რა  შეკითხვა  შეიძლება  დაებადოს.  როგორ  მოიპოვოს  ინტერნეტიდან  სურათები,  ინფორმაცია.როგორ  განათავსოს  პრეზენტაცია პოვერპოინტში.
მე  მზად  უნდა  ვიყო    ყოველი  სიტუაიისათვის,  მაქსიმალურად  უზრუნველვყო
და  აღმოვფხვრა  პრობლემა.    

Sunday, September 18, 2016

მეოთხე დღე

ჩემთვის  პროექტი  მიმართულების  მომცემი ტრენინგებია.  დარწმუნებული  ვარ  მოსწავლეები  განივითარებენ  მაღალი  სააზროვნო  უნარებს, შეძლებენ  სასწავლო  თემატიკის  სიღრმისეულ  შესწავლას. შეძლებენ  დამოუკდებლად  მუშაობას  შელებენ  შედარებას, შეფასებას, , დააკავშირებენ  ერთმანეთთან  სხვადასხვა  საგანს,  ეს  ყოველივე  კი  21 -ე საუკუნის  ადამიანებად  ჩამოაყალიბებს მათ.

Saturday, September 17, 2016

პროექტის მნიშვნელობა

   
                 პროექტზე  დაფუძნებული  გაკვეთილების  ჩატარება  მნიშვნელოვანია, რადგან  მოსწავლეებში  ავითარებს  სწავლებისადმი  დადებით  დამოკიდებულებას, ახდენს  ინტეგრაციას  გარემო  პირობებთან. უყალიბებს  უნარ-ჩვევებს.ეზრდებათ საკუთარი  თავისადმი  რწმენა.
                 ამავდროულად,  აქვთ  საშუალება  საინტერესო  თემებზე  ჩაატარონ  კვლევა,რაც  გვაძლევს  საშვალებას  მოსწავლეები  გავიდნენ  მაღალ  სააზროვნო  უნარებზე.